ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე თანხა საგნების რაოდენობის შესაბამისად უნდა ჩარიცხონ.
რეგისტრაცია 3 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო ერთი საგნის ღირებულება 10 ლარია.
აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობის საფასური სხვადასხვა მიზეზით განცხადების საფუძველზე უკან დაიბრუნონ მაგალითად, ზედმეტი თანხის გადახდის, ან გამოცდაზე უარის თქმის გამო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:
აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის (7 მაისი) დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა (საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში). თანხები ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge. თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.