„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- ამ ლოზუნგით შეუერთდნენ ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშნას.
სკოლის სპეც. მასწავლებლების გვანცა იმერლიშვილისა და მარიკა ბერიძის ინიციატივით სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა „მზის შვილებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს. ღონისძიება ემსახურებოდა მოწვლეებში თანადგომის და სოლიდარობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ლექცია-პრეზენტაცია ჩატარდა, კედლის გაზეთი და საინფორმაციო ბუკლეტები დამზადდა. ბუკლეტები მოსწავლეებს დაურიგდათ.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები