ადიგენის მუნიციპალიტეტის, ბენარის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებლის სვეტლანა ბოჩიკაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ გამართეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ თემები წარადგინეს, რითაც ადმინისტრაციის და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების დამთავრების შემდეგ სკოლის დირექტორმა კობა კუბლაშვილმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და მათ ხელმძღვანელს და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები