სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში -„ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ ეტაპზე თამაში VII-VIII კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყო. შემდგომ ეტაპზე თამაშში IX-XI კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
„შეჯიბრი ხალისიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეები იყვნენ ძალიან მოტივირებული, ისინი ინტერესითა და მონდომებით მოეკიდნენ მათთვის საინტერესო საკითხებს, გამოავლინეს ცოდნა და ლოგიკური აზროვნების უნარი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბავშვები მეტნაკლებად კარგად ართმევდნენ თავს დასახულ ამოცანას, რადგანაც ჩვენს სკოლაში მსგავსი ტიპის ინტელექტუალური თამაშები პერიოდულად ტარდება. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. VII-VIII კლასის გუნდებს შორის VIII-ა კლასის გუნდმა -„GALAXSY“ გაიმარჯვა, IX-XI კლასის გუნდებს შორის კი - XI -ა კლასის გუნდმა - „ლომა-ჯი“.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მოსწავლეებს აქვთ სურვილი, მომავალშიც ხშირად ჩატარდეს მსგავსი ტიპის შეჯიბრებები.
იხილეთ ფოტოები