ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
25-03-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის  მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნელი ჭანკვეტაძე) დედებს ღონისძიება „შენ მაჩუქე მზე და მთვარე“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებაზე პატარებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მშობლებიც. მათ სახალისო ნომრები წარმოადგინეს: „დედა სტილისტი“, „დედა დიასახლისი“, „დედა მათემატიკოსი“.

დასასრულს პატარებმა მიართვეს ყვავილები დედებს და იცეკვეს მათთან ერთად. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203