გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო მიუძღვნეს 21 მარტის
რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას.
ამ დღეს აღინიშნება პოეზიის მსოფლიო დღე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ტყის დაცვის საერთაშორისო დღე, ქართული ჟურნალისტიკის დღე და ბუნიაობა.
საღამო იყო ინფორმაციული და ამავე დროს, პოეზიასთან დაკავშირებული სახალისო აქტივობებით დატვირთული.
მოსწავლეები და ღონისძიების ხელმძღვანელი, თეონა ჯუღელი, მადლობას უხდიან დირექციასა და პედაგოგებს მათი ინიციატივის მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები