„მზის შვილებო, ჩვენ თქვენთან ვართ!“ ამ დევიზით 21 მარტს ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი მაია არახამია) ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდა პედაგოგებიც.
საჭირო რესურსებით ღონისძიება უზრუნველყო ასოციაცია „ათინათმა“ და სკოლის ადმინისტრაციამ.
მოსწავლეებმა დიდი სითბო და სიყვარული აგრძნობინეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, მაგრამ ითვლიან იმ სითბოსა და სიყვარულს, რითაც გამთბარი იყო ეს დღე“, - ნათქვამია etaloni.ge-სთვის სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები