დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში საქართველოს პირველობაში წარმატებით იასპარეზეს
25-03-2019

დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში საქართველოს პირველობაში წარმატებით იასპარეზეს.

20-21 მარტს თბილისში მკლავჭიდში საქართველოს პირველობა გაიმართა. შეჯიბრი 15 და 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის ჩატარდა. 

ჩემპიონატში დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ზაურ ალიევი (18 -წლამდე 55 კგ კატეგორია ) და გიორგი გიორგიევი (18-წლამდე 55 კგ კატეგორია) მონაწილეობდნენ. 

ზაურ ალიევმა იასპარეზა მარცხენა ხელით და დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი. გიორგი გიორგიევმა კი მაჯვენა ხელით ასპარეზობისას საპატიო მესამე ადგილი მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203