ქვეშეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ნუ დამტოვებ მიღმა - ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ ჩატარდა
25-03-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი, X კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარდა ღონისძიება - „ნუ დამტოვებ მიღმა - ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.

ღონისძიება ჩატარდა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელ ჯენი ბუჩუკურის ხელმძღვანელობით.

მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე 21 მარტს აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა.  დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203