ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ტური ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოტივირებული და გონიერი მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა კარგად იასპარეზეს და ერთი საინტერესო ფურცელი ჩაწერეს სკოლის ცხოვრებაში.
ყველაზე მაღალი შედეგი 15-დან 14 ქულა მე-11 კლასის გუნდმა - „ვუნდერკინდი“ დააგროვა. 11 ქულა მე-9 კლასის გუნდმა „ლიდერებმა„ მოიპოვა, 10-10 ქულა მე-10 და მე- 12 კლასების გუნდებმა - „არწივი" და „მეთორმეტეები“ იღეს. სხვა გუნდებმა 7-8-9- ქულა დააგროვეს.
„მაღალშედეგიან გუნდებს წარმატებას ვულოცავთ. ყველა მონაწილეს მადლობა ასეთი კარგი აქტივობისთვის. მადლობა პედაგოგებს და კლასის დამრიგებლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები