ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა ბადმინტონის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში და დაიკავა პირველი ადგილი.
„ეს ჩვენი სკოლის ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლავთ აღნიშნულ ტურნირში. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ გათამაშებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გუნდის შემადგენლობა: აკაკი პატარაია (X კლასი), ბექა ჭანტურიძე (X კლასი), ლუკა ჩხარტიშვილი (XI კლასი) და გოდერძი მურვანიძე (X კლასი).
იხილეთ ფოტოები