დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხონის მუნიციპალიტეტის ნამაშევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.
კერძოდ კი სკოლის მოსწავლეებმა სპეციალური მასწავლებლის, მარიამ კუჭავას, ორგანიზებით დირექციის მხარდაჭერით მოამზადეს ღონისძიება „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“, გააკეთეს ამავე სახელწოდების კედლის გაზეთი, დაარიგეს ბუკლეტები სახელწოდებით „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ და ბოლოს გაფერადებული ხელებით შეუერთდნენ მასობრივად გამოცხადებულ სოლიდარობას.
„21 მარტს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ განათლების მიღების, შრომისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უფლება“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები