განთიადის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა ლექციური კურსი ჩაატარა
25-03-2019

მიმდინარე წლის 22 მარტს, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნაზი ყურშუბაძემ  ლექციური კურსი ჩაატარა.

ასევე, VIII კლასის მოსწავლეების, გიგა შაინიძისა და ნიკა თურმანიძის მონაწილეობით, მდინარე ყოროლისწყლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

მოსწავლეებმა მასწავლებელს წარუდგინეს მოხსენებები, მე-8 კლასის მოსწავლემ, რომან სურმანიძემ დამსწრეთ საინტერესო სიახლეები გააცნო.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნაზი ყურშუბაძესა და მოსწავლეებს აღნიშნული ინიციატივისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203