ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის (ნ.კუპატაძე) ხელმძღვანელობით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! ჩვენ გვიყვარს ისინი და დავიცავთ მათ!“ - მოსწავლეებმა დიდი სიყვარული და თანადგომა გამოუცხადეს 21-ე ქრომოსომის ტრისომიის მქონე ადამიანებს.
მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე 21 მარტს აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
იხილეთ ფოტოები