ცინარეთის სკოლის მოსწავლეებმა „მაგიდის ჩოგბურთში“ მიიღეს მონაწილეობა და მე-3 და მე-2 ადგილები დაიკავეს
25-03-2019

მიმდინარე წლის 22  მარტს, შუახევის სასპორტო სკოლაში ჩატარდა სპორტული ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის პირველობაზე „მაგიდის ჩოგბურთში“.

მონაწილეობას ღებულობდა შუახევის მუნიციპალიტეტის ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მე-5 კლასის მოსწავლემ, ლიზი ხუჯაძემ აიღო პირველობაში მე-3 ადგილი, მე-9 კლასის მოსწავლემ ქეთევან აბუსელიძემ აიღო პირველობაში მე-2 ადგილი.

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელითა და მედლით. სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები გამარჯვებულებს და სპორტის პედაგოგ ჯემალ დიასამიძეს მიღწეულ წარმატებას გულითადად ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203