„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ამ სლოგანით 21 მარტს დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა მეხუთედ შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
„ჩვენ შეგვაქვს დიდი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის განვითარებაში. 2019 წლის მსოფლიო გზავნილია: ,,არავინ დატოვო მიღმა“. დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებთ, იყოს სრულუფლებიანი, სხვების თანასწორი მოქალაქე. სწორედ ასეთია ჩვენი უსაყვარლესი ლანა თეთრაძე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასია. ვუსურვებთ ლანას ჯანმრთელობას და წარმატებებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები