სენაკის N1 სკოლაში მოწყობილმა ღონისძიებამ ამაღლებული განწყობა შექმნა
07-03-2017

სენაკის N1 სკოლამ 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება ჩაატარა. 

ერთ-ერთი იყო პირველი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიება „დედავ დამილოცე გზები გასავლელი, და გაზაფხულივით ნათელი ცხოვრება!“

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, საკლასო ოთახში ნამდვილი გაზაფხული იდგა და განწყობაც ამაღლებული იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა დედები, სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე, დირექტორის მოადგილე რ.მალანია, პედაგოგები: ნ.ჩიჩუა და ნ.მორგოშია.

სტუმრებს მიესალმა და დედის დღე მიულოცა კლასის დამრიგებელმა მანანა მიშველიამ

განხორციელებული აქტივობები:

Ø  სლაიდ შოუ „დედავ, მიყვარხარ!“

Ø  აპლიკაციის შექმნა „დედა და გაზაფხული“

Ø  მუსიკალური ნომერი

Ø  ლიტერატურული მონტაჟი „დედა სიცოცხლის ნატვრისთვალია“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203