„ჩვენ გვიყვარს „მზის შვილები!“ - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ
25-03-2019

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ გვიყვარს „მზის შვილები!“ -  ამ სლოგანით გამოეხმაურნენ წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა, მათ შორის, მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს, ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ და ფოტოები გადაიღეს. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ~ აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203