ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლოზუნგით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა - მათ შორის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და მუყაოსგან „ფერადი წინდები“ დაამზადეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები