„სოლიდარობა მზის შვილებს“ - ოთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
26-03-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა „მზის შვილებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს, ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ ფა ფოტოები გადაიღეს.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203