ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუაფარცხმის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ეკატერინე მეგრელიშვილმა, კლასის დამრიგებელთან, სალომე დოლიძესთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატები დაამზადეს და „მზის შვილებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები