სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლა საჩხერეში გამართულ პრეზენტაციებს და წიგნების, სუვენირების, ხელნაკეთი ნივთებისა და ღვინოების გამოფენა-გაყიდვა ესწრებოდა.
გარდა პრეზენტაციებისა, ღონისძიებაზე გამომცემლობა „დიოგენემ“ გამართა აქტივობები, რომელშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
„მოსწავლეები განსაკუთრებით დააინტერესა ვიქტორინამ, რომელშიც მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ და საჩუქრებიც დაიმსახურეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები