წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლაში სასკოლო საზოგადოებასთან ერთობლივი გეგმიური კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაზე, რომელსაც პრეზენტაციაც თან ერთვოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოსწავლეები: მ. ტყაბლაძე, ა. გოგელიძე, ლ. ჩოგოვაძე და ლ. ჯავახაძე, „მასწავლებელი - მშობლები“ ლელა ჩოგოვაძე და თამარ ღამბაშიძე.
მოეწყო საგაზაფხულო ნორჩი მხატვრების, თექისა და კერვის ნამუშევრების გამოფენა, ხელოვნების მასწავლებლის სალომე რუხაძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს რესურცენტრის უფროსი სპეციალისტი, სკოლის რესურსცენტრის წარმომადგენელი მრჩეველთა საბჭოში ნანა გიორგაძე და უფროსი სპეციალისტი სალომე შველიძე, საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, საკრებულოს დეპუტატი თენგიზ ნიჟარაძე, სოფლის გამგებელი ომარ სინაურიძე და იმერეთის დაცული ტერიტორიების დაცვის თანამშრომლები.
ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ჯანსაღი თანამშრომლობითი დამოკიდებულებისათვის სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა. მან ისაუბრა მიმდინარე პროცესში სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე და სამომავლო გეგმებზე და ყვავილების მეჯლისზე გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით.
ასევე, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან მადლობის სიგელები გადაეცათ სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნ. წილოსანს, მ. ჩოგოვაძეს, ქ. აფხაძეს, გ. სვანაძესა, ე. წულუკიძეს და XI კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს ა. გოგელიძესა და მ. ტყაბლაძეს.
იხილეთ ფოტოები