წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს პროექტი მიუძღვნეს
26-03-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი, რომელიც სამ მნიშვნელოვან თარიღს - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს, ტყის საერთაშორისო დღეს და გაზაფხულის ბუნიობას ანუ დღეღამტოლობას ეხებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტების პრეზენტაცია ჩაატარეს და გამართეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია - „ჩვენ თქვენთან

ვართ“ გამართეს. აქცია სკოლის ეკოკლუბ "ნიამორის" ინიციატივით გაიმართა. ეკოკლუბის ხელმძღვანელი რუსუდან ჯიშკარიანია, კლუბის ლიდერი კი ლიზი ბენიძე.

დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს ეკოკლუბის წევრებმა - ლანა ქაშიბაძემ, ლიზი ლონდარიძემ, გრეტა დვალიშვილმა, ლიზა ჯომიდავამ, მარიამ გახოკიამ, ალექსი მოდებაძემ, ლოლიტა კინწურაშვილმა და ანი ფანცხავამ.

ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლის მიმდებარე ტყეში გავიდნენ და ტყისპირა ზოლი დაასუფთავეს, 

„ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ასევე მოსწავლეებში ტყის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და ასევე მათთვის გაცნობა თუ რას ნიშნავს ბუნიობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203