ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სვეტლანა ბოჩიკაშვილის ხელმძღვანელობით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს,
ღონისძიებაზე ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნინო ფორჩხიძემ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია მათი თანასწორობის შესახებ.
მოსწავლეებმა პედაგოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და შესაბამისი, ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
იხილეთ ფოტოები