ხარგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლის V-VII კლასის მოსწავლეები სოფლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ინგლისურ ენას ასწავლიან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროგრამას ორმხრივი სარგებელი აქვს: პირველი - საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სახალისო აქტივობების გამოყენებით სწავლობენ ინგლისურ ანბანს (ზეპირად), ფერებს, თვლას, წელიწადის თვეებს და ა.შ. რაც მომავალში, საგრძნობლად გაუმარტივებს პირველი კლასის ინგლისური ენის ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.
მეორე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლად არიან ჩართული პროგრამაში, განივითარებენ ლიდერობის უნარებს, ეჩვევიან გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, სწავლობენ შედარებით პატარა თაობასთან ურთიერთობის სტრატეგიებს.
აღნიშნულ პროგრამას მშვიდობის კორპუსის მოხალისე-მასწავლებელი რეიჩელ ლენსტონი და ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მზია ბერაძე ხელმძღვანელობენ.
იხილეთ ფოტოები