გეჯეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ჩატარდა
26-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის, გეჯეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და თანადგომის სურვილით ჩაერთნენ ღონისძიებაში. სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203