ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლაში პროექტ ,,წიგნიერთა კლუბი - ახალი ხედვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მერიის, საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამონარიდები სხვადასხვა ავტორის შემოქმედებიდან, აგრეთვე, წაიკითხეს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების, მამუკა ღირდალაძისა და ლინდა დუმბაძის ლექსები.
სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს მონაწილეობისათვის, განსაკუთრებით, მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, პრეზენტაციის ორგანიზატორ ნანა ფილიასა და პროექტის კოორდინატორს, ნათია მახარაძეს, ტექნიკური უზრუნველყოფისთვის კი - მე-11 კლასის მოსწავლეს, დემეტრე დარჩიას.
იხილეთ ფოტოები