ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის №2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - ,,ტვინების ბრძოლა’’ შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
თამაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა - პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი; მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასი; მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XII კლასი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შერჩეულმა გუნდებმა წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს უპასუხეს. თემატიკა იყო ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად პრიორიტეტი მიენიჭა გამჭრიახ გონებასა და ლოგიკურ აზროვნებას. გამარჯვებულ გუნდებს Brains.ge - სგან „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები” გადაეცათ.
პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი- გუნდი ,,ცისარტყელა’’ (IV კლ.)
მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასი- გუნდი ,,მოაზროვნე’’ (VIIIკლ.)
მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XIIკლასი- გუნდი ,,მარველი“ (XIკლ.)
ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი ვარდო ხოზრევანიძეა.
იხილეთ ფოტოები