ჩაოს საჯარო სკოლამ ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაში - „PHOENIX - 2019“ ჩაატარა
26-03-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის, ჩაოს საჯარო სკოლამ ხულოს მუნიციპალიტეტის დრამატულ თეატრში ღონისძიება - „PHOENIX - 2019“ ჩაატარა.

ღონისძიება ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის? ინგლისურ ვერსიას წარმოადგენდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ინგლისური ენის კიდევ ერთხელ პოპულარიზაცია, სკოლებს შორის თანამშრომლობა და მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

კონკურსანტებს 20 კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება ჰქონდათ, მათ შორის  იყო ღია და ფოტო კითხვები, რომლებიც ჩაოს საჯარო სკოლამ მოამზადა.

ღონისძიება ჩაოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლების ირინე ბერიძისა და ციური სოლომონიძის ორგანიზებით და ხულოს რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების წამყვანები ამავე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ღონისძიებაში ხულოს მუნიციპალიტეტის 24 სკოლა მონაწილეობდა. გამოვლინდა 10 ფინალისტი, რომლებიც ასპარეზობას ფინალურ ტურში გააგრძელებენ. პროექტის დანარჩენ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირინე ბერიძე აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის მასწავლებელია, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ჩაოს საჯარო სკოლაში ასწავლის.

აღნიშნული ღონისძიება მუნიციპალიტეტში ინგლისურ ენაზე პირველად გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა იოსებ აბულაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორ მასწავლებლებს და ფინალისტი სკოლების გუნდებს ფინალურ ტურში წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203