ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დაუნის სინდრომის შესახებ პრეზენტცია ნახეს და ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ.
„ისევე როგორც ყველა ბავშვი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც გამოირჩევიან თავიანთი ინდივიდუალური გარეგნობით, ტემპერამენტითა და გონებრივი უნარებით. საოცრად ამაღელვებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ვითარდებიან ისინი დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ მოზრდილებად. მოზრდილებად, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სურთ!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები