ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხაშურის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
26-03-2019

ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები  ხაშურის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ. 

ამ სტუმრობის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს 1921 წლიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე. მუზეუმში წარმოდგენილი ფოტომასალა ნათლად ასახავდა ხაშურისა და ხაშურის რაიონიდან  მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ (1921 წლის თებერვალს, 1953 წლის 9 მარტს, 1989 წლის 9 აპრილს, 1992-93 წლებში აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი).

„მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ამ ვიზიტით. რადგანაც, მუზეუმი ჯერ კიდევ ფოტო და ვიდეო მასალის ძიებაშია და ჯერ არ აქვს დასრულებული სახე, გადავწყვიტეთ, რომ მომავალშიც ვეწვიოთ მას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203