თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ჩხარის N2 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატს სპორტის პედაგოგი დიმა არეშიძე ხელმძღვანელობდა.
შეჯიბრში მე-3- მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
საპრიზო ადგილები მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს.
1-ელ ადგილზე სერგი არაბიძე გავიდა, მეორე ადგილი კი - ლუკა ზარნაძემ დაიკავა, მესამე ადგილი კი - საბა პატარიძემ დაიმსახურა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები