ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლაში კლუბური მუშაობის ფარგლებში ჩატარდა ჯუნიორ ეჩივმენტის სასწავლო პროგრამა „იყავი მეწარმე“-ს 7 მოდული და „აგროკოოპერაცია და მეწარმეობა“ -ს 10 მოდული.
სკოლაში ჩატარებული ტრენინგების შესახებ პედაგოგმა, ლალი ცუხიშვილმა ანგარიში მოამზადა.
აღნიშნული მოდულების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროგრამა „იყავი მეწარმე“ ქართულად მომზადდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ფონდი „კრისტალი“, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ თანამშრომლობით.
ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს პროგრამა მიზანად ისახავს ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მოამზადებს ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად.
„მე, როგორც პედაგოგი მოხარული ვარ, რომ მქონდა უფლება ჯუნიორის მხარდაჭერით ჩამეტარებინა აღნიშნული ტრენინგები მუსხის საჯარო სკოლაში და ხელი შემეწყო მოსწავლეების სამეწარმეო ინიციატივებისათვის, მეწარმისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ბიზნეს-გეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლასა და გააზრებაში“ - აღნიშნა სკოლის პედაგოგმა, ლალი ცუხიშვილმა.
იხილეთ ფოტოები