მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს
26-03-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. 

მათ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს, წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები დედებსა და ქალებზე და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

„მრავალრიცხოვან დღესასწაულებთაგან გამოირჩევა 3 მარტი - დედის დღე და 8 მარტი - ქალთა დღე, რადგან მათ გაზაფხულის მოსვლის პირველივე დღეებში აღვნიშნავთ. როგორც გარემოს გამაცოცხლებელი და გამალამაზებელია გაზაფხული, ქალი დედა, ისევეა, სამყაროს გამაფაქიზებელი და დამამშვენებელი, ამავე დროს ,,ის საგნებს აძლევს ხმასა და ძალას, როგორც თანხმოვან ბგერებს ხმოვანი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203