მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ორდღიან სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ექსკურსიას ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა ლაშა დადვანმა გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მეტეხის ტაძარი, ნარიყალას ციხესიმაგრე, აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი, ნარიყალას პარკი, სიონის ტაძარი და მუშტაიდის ბაღი მოინახულეს.
საღამოს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც მათ მესტიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თეატრის ადმინისტრატორმა ეკა ფალიანმა - უმასპინძლა. მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ.
კვირას, 24 მარტს მოსწავლეები სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა. ამავე დღეს დაფუძნდა მესტიის ჩოხოსანთა სადროშო, რომელსაც სკოლის ისტირიის მასწავლებელი ლაშა დადვანი უხელმძღვანელებს. მოსწავლეები საპატრიარქოს ჩოხოსანთა წევრნი და მესტიის ნორჩი ჩოხოსნები გახდნენ.
„ექსკურსიამ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამ ექსკურსიის მონაწილე მოსწავლეები სკოლაში ჩაატარებენ პრეზენტაციას თბილისისა და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ, გაუზიარებენ სკოლის მოსწავლეებს შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ცოდნას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები