ახალციხის №5 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს კვირეული მიუძღვნეს
26-03-2019

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში, დირექტორის ინგა ვარდიძის ინიციატივით, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ და ინტელექტუალურ-გასართობი თამაში- „აბა, გოგონებო, აბა, დედებო“ გაიმართა. ინტელექტუალურ-გასართობ თამაშში მე-5 კლასების გოგონები და დედები მონაწილეობდნენ. 

თამაში მეტად მხიარულ ვითარებაში წარიმართა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი-მე-5 დ კლასი (კლასის ხელმძღვანელი მარიამ ნასყიდაშვილი).

სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ მონაწილე გუნდები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203