გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლე შალვა საჯაია პანკრატიონში საქართველოს ჩემპიონი გახდა
26-03-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე შალვა საჯაია საქართველოს ჩემპიონი გახდა სპორტის საბრძოლო სახეობა - პანკრატიონში.

სკოლის აღსაზრდელი 16 მარტს საქართველოს პირველობაში მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ამაყობს შალვა საჯაიას წარმატებით.

„გუთურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ შალვას ამ დიდ წარმატებას და მომავალ წარმატებებს ვისურვებთ, რადგან მისი გამარჯვება არ მთავრდება მხოლოდ სკოლის სიამაყით, იგი მთლიანად მუნიციპალიტეტის სიამაყეა. გილოცავთ ჩოხატაურლებო!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203