ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მუხურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელები თამაშში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამარჯვებული გუნდის წევრები თვითმმართველობამ ქების სიგელით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები