სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭიათურის სახელმწიფო თეატრს ესტუმრნენ
27-03-2019

სარეკის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ტრადიციისამებრ, კიდევ ერთხელ ეწვივნენ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრს.

თეატრის მსახიობებმა ჩვეული ოსტატობით წარმოადგინეს სპექტაკლი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი ,,თოვლის დედოფალი“.

სარეკის საჯარო სკოლის გარდა სპექტაკლს ესწრებოდნენ საჩხერისა და ჭიათურის სკოლების მოსწავლეები.

სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და მსახიობებმა პატარა მაყურებლების მხურვალე ტაში დაიმსახურეს.

სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა  მსახიობებთან სურათები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203