ფოთის N3 საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - ,,მოდით გავიცნოთ ევროპა“ - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავისი ტრადიციებით და დროშებით სათითაოდ წარადგინეს მაყურებლის წინაშე. საქართველო კი სიმბოლურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეიყვანეს.
ღონისძიებას წინ უძღოდა კონკურსი თემაზე – „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ”. კონკურსი - „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტის – „100 ლექცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში 50 საუკეთესო ლექციის თემის ავტორი გამოვლინდა, მათ რიგებში, „ევროპა ჩემს ქალაქში – მანძილი წარსულიდან მომავლამდე“ თემის ავტორი VIბ კლასის დამრიგებელი, ნინო კაკულია მოხვდა.
პროექტის ფარგლებში, 1-ელ აპრილს ჩატარდება ლექცია ევროკავშირის თემაზე. 15 მაისიდან კი გამართული ლექცია – ღონისძიებები შეჯამდება და 10 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდება. გამარჯვებული პედაგოგები სტრასბურგში გაემგზავრებიან.
იხილეთ ფოტოები