2015-2016 სასწავლო წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლები“ პილოტირების პროცესში.
სკოლაში შექმნილი მე-10 კლასის მოსწავლეთა მინი კომპანია “New Matter” მოხვდა მოსწავლეთა კომპანიების საუკეთესო ოცეულში და მონაწილეობა მიიღო“Junior Achievement Georgia”-ს მიერ 2016 წლის 10 აპრილს „თბილისი მოლში“ ორგანიზებულ სამეწარმეო განათლების ფესტივალში, სადაც სკოლას გადაეცა სიგელი „სამეწარმეო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ამჟამად სკოლა ისევ აგრძელებს „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლებას. საგნის მასწავლებელმა ნუნუ ძამუკაშვილმა გაიარა “Junior Achievement Georgia”-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი „მეწარმეობის საფუძვლები და კრეატიული სწავლების მეთოდები სამეწარმეო განათლებაში“ და მიიღო სერტიფიკატი.