წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივითა და სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით სკოლაში აქტივობა „მე რომ დირექტორი ვიყო“ გაიმართა.
აქტივობას პედაგოგი თ. ბობოხიძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა: ი. მიქაძემ, თ. ჩიხლაძემ, ლ. კინწურაშვილმა და ლ. ბენიძემ შთამბეჭდავად წარმოადგინეს თავიანთი სადირექტორო პროგრამები და სხვადასხვა სფეროს მიმართულებით თავიანთი ხედვები.
აქტივობა მეტად დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც კლუბის მეურვეს, ხელმძღვანელსა და პრეზენტატორებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მათ ხედვებს და სურვილებს აუცილებლად გაითვალისწინებს შემდგომ მუშაობაში.
იხილეთ ფოტოები