მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N2 საჯარო სკოლამ 26 მარტს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს შემოქმედს, მწერალს გურამ დოჩანაშვილს უმასპინძლა.
სკოლაში საყვარელი მწერლის 80 წლის იუბილე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მწერალს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მიესალმნენ.
საიუბილეო შეხვედრა წმინდა ილია მართლის სახელობის დარბაზში გაიმართა. მწერალმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
„ეს დღე დაუვიწყარი იყო ჩვენთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები