ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლე აჩიკო აბულაძე ჭადრაკში 18 წლამდელთა აჭარის პირველობაზე მონაწილეობდა.
ჩემპიონატი ბათუმში გაიმართა და ახალგაზრდა მოჭადრაკემ მესამე ადგილი დაიკავა.
ხულოს სასპორტო სკოლა ულოცავს აჩიკო აბულაძეს, მის მწვრთნელ თამაზ ცეცხლაძესა და ჩაოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ გენადი ცეცხლაძეს.
იხილეთ ფოტოები