წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 28 აპრილს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.
კერძოდ კი როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, სააღდგომოდ მოსწავლეები და მასწავლებლები დიდ ხუთშაბათს არ დაისვენებენ, დასვენების დღე იქნება პარასკევს 26 აპრილს და ორშაბათს, 29 აპრილს.
სასწავლო პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს ჩვეულ რეჟიმში განახლდება.