''ქართული ხალხური პოეზიის მარგალიტები'' - თეთრიწყაროს N1 სკოლის ორიგინალური ღონისძიება
07-03-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული დილა ჩაატარეს თემაზე ''ქართული ხალხური პოეზიის მარგალიტები'' - ''ლექსო, ამოგთქომ ოხერო''.

ღონისძიების მიზანი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება, გაცნობა და სიღრმისეული წვდომა იყო, მოსწავლეებში ხალხური სიბრძნის - ფოლკლორის სიყვარულისა და ინტერესის გაღვივება, მხატვრული კითხვის ოსტატობის დაუფლება.

მოსწავლეებმა მოიძიეს და წაიკითხეს ხალხური პოეზიის მარგალიტები: ''ლექსო, ამოგთქომ, ოხერო'', ''ბინდისფერია სოფელი'', ''ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს'', ''შემომეყარა ყივჩაღი'', ''ლომო, შე ლომის მოკლულო'', ''შირაქის ველზე მივდივარ'' და სხვა მრავალი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203