12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 48 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზურაბ იარაჯულის მშობლიურ სოფელში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თავდაცვის ძალების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, თანამებრძოლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ზარიძეების საჯარო სკოლაში ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენაც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა.
მწვერვალი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ფშავში, მწვერვალ დიდი ბორბალოს მიმდებარედ (გეოგრაფიული კოორდინატები: X-518493; Y-4693900).
იხილეთ ფოტოები