თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება თემაზე „გავრცელებული დაავადებები“ (პედაგოგი ლიანა მინდიაშვილი).
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს ფართოდ გავრცელებულ დაავადებებზე, როგორიცაა: ტუბერკულიოზი, ჰეპატიტი, დიაბეტი, გულის მანკი, ლეიკემია, ანემია და ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული მიქსედემა, ბაზედოვი, ჩიყვი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლები, მშობლები, მასწავლებლები და ექიმი ხათუნა კირკიტაძე, რომელმაც ისაუბრა ცხოვრებისეული მაგალითებით.
„მოსწავლეებმა: ვერა აბულაძემ, თინათინ კლდიაშვილმა, ქეთი სოფრომაძემ, საბა პატარიძემ, ლუკა ზარნაძემ, სერგი და ლუკა არაბიძეებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ დამუშავებულ თემებზე. სრულყოფილად გადმოგვცეს ამა თუ იმ დაავადების ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, გავრცელების ფორმები და სტატისტიკა. ასევე, ისაუბრეს დაავადების თავიდან აცილების გზებზე. პრეზენტატორები პასუხობდნენ მათ მიერ წარმოდგენილი თემის ირგვლივ დასმულ კითხვებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები