„საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებმა“ ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტს „გაეროს ასამბლეას“ უმასპინძლა.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
დელეგატების სტატუსით ასამბლეაში აქტიურად ჩაერთნენ: მარიამ გაბაიძე, ვიკა ოქროპირიძე, ლანა ბეჟანიძე და მალხაზ შავაძე.
„მოსწავლეები სამი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სესიებს, ჰქონდათ შეხვედრები მთავრობის წარმომდგენლებთან. გარდა ამისა, ბათუმის ლიდერთა სიაში წარდგენილი იყო ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი დუმბაძე. მადლობა მოსწავლეებს, რომ სკოლის სახელი ასეთ ფართო მასშტაბზე გააქვთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები